ღამის მსვლელობა ქალებისთვის – “არ დავთმოთ ღამე”/Reclaim the Night

 

15193529_1164635486906319_7074345605753361282_n (1)

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ 2016 წლიდან უერთდება საერთაშორისო ღონისძიებას „არ დავთმოთ ღამე“ და აწყობს ღამის მსვლელობას ქალებისთვის.

 

რატომ არ უნდა დავთმოთ ღამე?

სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები ქალებისა და გოგონებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ის ყველგან გვხვდება: როგორც ქალაქებში, ისე ქალაქებს გარეთ, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ქალები და გოგონები საჯარო სივრცეებში აწყდებიან სექსუალური შევიწროების, ძალადობის, გაუპატიურებისა და ფემიციდის რისკს. ეს ხდება ქუჩაში, საჯარო ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებში. გარემო ქალებისა და გოგონების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ხელს უშლის მათ აქტიურ მონაწილეობას საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ხშირად გამორიცხავს მათ ჩართულობას კულტურულ და რეკრეაციულ ღონისძიებებში. მაშინ, როდესაც პირად სივრცეში ძალადობა (ოჯახში ძალადობა) ასე თუ ისე, აღიარებული პრობლემაა, საჯარო სივრცეებში ძალადობა ჯერ კიდევ უხილავ და დაურეგულირებელ პრობლემად რჩება.

ღონისძიების ისტორია

„არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. ღონისძიება 1970–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად 30–ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას 40–ზე მეტი წლის ისტორია აქვს, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს ძალადობასა და შევიწროებაზე საუბარი, რადგან ჩვენი უფლებები კვლავაც არ არის დაცული, რადგან ძალადობის შემდეგ ისევ ქალს ადანაშაულებენ, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ პირად და საჯარო სივრცეებში.

ამ ღამით ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, როდესაც ჩვენზე ძალადობენ. დამნაშავეები მხოლოდ ის კაცები არიან, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ ვიკრიბებით, რათა მოვითხოვოთ შიშის, შევიწროებისა და ძალადობისგან თავისუფალი რეალობა!

ვის შეუძლია შემოუერთდეს მსვლელობასარ დავთმოთ ღამე“?

მსვლელობაზე მოსვლა შეუძლია ყველას, ვინც იდენტიფიცირდება როგორც ქალი. რატომ გვინდა ქალებს მხოლოდ ქალებისთვის მოწყობილი ღონისძიება? ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, თუ როგორია, როდესაც აკეთებ იმას, რაც კაცებს თავისთავად შეუძლიათკაცი დამცველის გარეშე ღამით ქუჩაში უსაფრთხოდ გავლა. ქალები ამ შეკრებით ერთმანეთის უსაფრთხოებას უზრუნველვყობთ, უარს ვამბობთ გარიყვაზე, უარს ვაცხადებთ, დავთმოთ ჩვენს ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილების უფლება და მზად ვართ, საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს დავეხმაროთ.

ქალები არ უნდა ვიყოთ კაცებზე დამოკიდებულები, რომ მათ სხვა კაცებისგან დაგვიცვანჩვენ უნდა შეგვეძლოს სურვილისამებრ გადაადგილება. კაცებმა, განსაკუთრებით კი ჩვენმა მხარდამჭერებმა შეიძლება ვერ გაგვიგონ, რომ ამ ერთი ღამის პროტესტში მათ არ ვიწვევთ, მაგრამარ დავთმოთ ღამესწორედ იმაზე ხაზგასმაა, რომ კაცები (ზოგადად) დაუმსახურებელი თავისუფლებით სარგებლობენ. ჩვენ გვინდა ამ ერთი ღამის მსვლელობის დროს ასეთივე თავისუფლება ვიგრძნოთ ქალების ერთად დგომითა და მხარდაჭერით.

რის გაკეთება შეუძლიათ კაცებს?

კაცებს, რომლებსაც სურთ ქალების მოლოდინებსა და მოთხოვნებს მხარი დაუჭირონშეუძლიათ:

დასაწყისისთვის, ნუ დაიჟინებთარ დავთმოთ ღამეაქციასა და მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას.

თუკი ძალიან გსურთ სოლიდარობის გამოხატვა, შეგიძლიათ დაგვხვდეთ მსვლელობის ბოლოს, და გაგვამხნევოთ.

ხოლო თუკი მაინც გამოცხადდებით აქციაზე, გთხოვთ, ნუ გადაფარავთ ქალებს, დაიჭირეთ ადგილი მსვლელობის ბოლო რიგებში და დაუთმეთ სივრცე ქალებს.

საუკეთესო შემთხვევაში კი, გთხოვთ, შესაძლებელი გახადოთ, რომ ქალთა ჯგუფმა თქვენს გარეშე შეძლოს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ კაცებს, რომ შეწყდეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა: არ შეუშინდნენ სტერეოტიპებს და ჩაერიონ, როდესაც მათი მამაკაცი მეგობრები სექსისტურად იხუმრებენ; ჩაერიონ, როდესაც მამაკაცი ცოლს/შეყვარებულს დაარტყამს; დაეხმარონ მამაკაცებს, რომ ქალთა მიმართ დამოკიდებულება და ქცევა შეიცვალონ. ასევე, მამაკაცებს შეუძლიათ გაიაზრონ ქალზე სექსუალური ძალადობის მთელი სიმძიმე, გააკეთონ არჩევანი და შეწყვიტონ ქალის სექსუალური ექსპლუატაციის ხელშეწყობა პროსტიტუციის მჩაგვრელ ჯაჭვში მონაწილეობით. დამატებით, მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქალთა ჯგუფებს, აღიარონ და დათმონ თავიანთი პრივილეგიები და წინააღმდეგობა გაუწიონ პატრიარქალური სისტემის მჩაგვრელობით, მავნე ბუნებას.

რამდენიმე სიტყვა უსაფრთხოებაზე

მსვლელობის ღამეს თითოეული ჩვენგანი ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

თუკი დაინახავთ კაცს, რომელიც ცდილობს, აქციას ან მსვლელობას შემოუერთდეს, შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ეს ქალების მსვლელობაა. დაიხმარეთ სხვა ქალებიც.

♀ თუკი მაინც შემოუერთდება აქციას, სთხოვეთ, დაიკავოს ბოლო რიგები.

♀ თუკი რომელიმე კაცი ქალს ავიწროებს, გთხოვთ, ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდება დახმარება და დაიხმარეთ სხვა ქალებიც. გთხოვთ, ამაღამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე!

თუკი გზაზე სასწრაფო ან სახანძრო მანქანა გამოჩნდება, გადადით გვერდზე და გაატარეთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s